28 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
"პასუხისმგებლობა ეკისრება თავად სააკაშვილსაც, რომელიც ქმნის აურზაურს" - უმრავლესობის დეპუტატები გლდანის მე-18 დაწესებულებაში ვითარებას პირადად გაეცნობიან

უმრავლესობის დეპუტატებმა მიხეილ სარჯველაძემ, დავით სერგეენკომ და დიმიტრი ხუნდაძემ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოინახულონ გლდანის მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება, სადაც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, რომელიც უკვე 49-ე დღეა რაც შიმშილობს. 

როგორც დეპუტატები აცხადებენ, მათ სურთ პირადად გაეცნონ სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიას, რათა უკეთ შეაფასონ სიტუაცია.  

"პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება თავად მიხეილ სააკაშვილსაც, რომელიც ქმნის აურზაურს, მთელი ქვეყანა დაძაბა ამ მისი გადაწყვეტილების, აბსოლუტურად უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამო. იქ არის ბრიგადა მრავალპროფილური, გამოცდილი სპეციალისტები იქ არიან და ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე.

არსებობს საერთაშორისო პროტოკოლი, ამ პროტოკოლის მიხედვით, მეც მაინტერესებს, რისი რესურსი არის და რისი რესურსი არ არის; რა სჭირდება, რომ დავამატოთ, ან, ვთქვათ, არ არის ამის საშუალება და რეალურად დადგეს მისი გადაყვანის საჭიროება. ამას არ სჭირდება ემოციები, ამას სჭირდება ობიექტური გადაწყვეტილებები, პოლიტიკისაგან დაცლილი. მისთვისაც და ქვეყნისთვისაც საუკეთესო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ხელშია, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, დესტრუქციული გზით სიარული, არეულობა და დაძაბულობა ქვეყანაში უნდა დაასრულდეს,"- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. 

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ცნობით, სააკაშვილმა გონება დაკარგა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პატიმრობის პირველივე დღიდან, უკვე 49-ე დღეა, რაც შიმშილობს. 

დღის ამბები