28 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
მოსხლეტით წაიქცა, საკაცით აიყვანეს - ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

"მიშა გამოდიოდა ადვოკატების შეხვედრიდან და უნდა ასულიყო ზემოთ, მოსხლეტით წაიქცა, სიტყვა არ გამიგია მისგან, თვალებს ხელებით ვუხსნიდით, გადააწვინეს საკაცეზე, არ ვიცი რა მდგომარეობაშია. მანამდე ვისაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, ამ დრომდე სააკაშვილთან რჩება მისი მეორე ადვოკატი ნიკა გვარამია.

დღის ამბები