28 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
დედაქალაქის მერი სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ "აისში" გაცნობით საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო

დედაქალაქის მერი სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ "აისში" გაცნობით საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე ცენტრის საქმიანობა და სამომავლო გეგმები წარადგინეს.

დედაქალაქის მერი ბენეფიციარებს ცენტრის ტერიტორიაზე მათთვის კომფორტული საცხოვრისის შექმნასა და ტრანსპორტით უზრუნველყოფას დაპირდა.

"გავეცანით არსებულ მდგომარეობას, თუ როგორ რა პირობებში უწევთ ყოველდღიურობის გატარება და რა თქმა უნდა, საჭიროებს მხარდაჭერას. პირადად ჩემგანაც ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა, რომ ის საჭიროებები, რომელიც მათ სჭირდებათ, მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი,“ - ამბობს კახა კალაძე.  

დღის ამბები