28 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
სააკაშვილის პირმშოები, ახალაიები, ქარდავები დათარეშობდნენ და აუპატიურებდნენ ხალხს - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. 

"რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ყველა დამნაშავემ, რომელიც ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა, აუპატიურებდა და აწამებდა. კანონის წინაშე აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. 

ჩვენ ვიხილეთ 21-ე საუკუნის გესტაპო, გავიხსენეთ, რომ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემით, ადამიანის გაუპატიურება, წამება იყო ნორმალური. ამ პიროვნების შექმნილი სისტემის შესახებ იყო ბრიფინგი დღეს პროკურატურაში. დღეს ამ სისტემის შემქმნელი ზის ციხეში და კაპრიზნობს რაღაცეებზე. გავიხსენოთ რა დღეში ვცხოვრობდით ჩვენ ყველანი. 

სააკაშვილის პირმშოები, ახალაიები, ქარდავები დათარეშობდნენ და აუპატიურებდნენ ხალხს,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი

დღის ამბები