28 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
საქმეზე მტკიცებულებების შეკრებას ხელი შეუწყო მეგის ქარდავას ექსტრადირებამ - პროკურორი  ვიდეო-მტკიცებულებების შესახებ 

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე საგამოძიებო უწყების მიერ მეგის ქარდავას და ალექსანდრე მუხაძის საქმეზე ვიდეო-მტკიცებულებების გასაჯაროების შესახებ დამატებით დეტალებზე საუბრობს. 

როგორც პროკურორი ამბობს, საქმეზე მტკიცებულებების შეკრებას მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებამ შეუწყო ხელი. მისი თქმით, ვიდეო მტკიცებულებები სწორედ უკრაინაში, ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი სხვა ჩანაწერებთან ერთად იქნა აღმოჩენილი. 

"გამოძიება დაიწყო ამ საქმეზე, მაშინ, როდესაც დაზარალებულს მიეცა შესაძლებლობა, შეეტანა საჩივარი საგამოძიებო ორგანოში და რაც მთავარია, გასჩენოდა მოლოდინი იმისა, რომ ჩატარდებოდა ობიექტური გამოძიება.

მტკიცებულებების შეკრება, ბუნებრივია, დაიწყო მაშინვე, როდესაც გამოძიება იქნა დაწყებული. 

ეს ხდება 2012 წლის შემდგომ და ბუნებრივია, დაიწყო მკიცებულებების შეკრება, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, ამ საქმეზე მტკიცებულებების შეკრებას ხელი შეუწყო მეგის ქარდავას ექსტრადირებამ. ანუ, 2021 წლის 17 სექტემბერს მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში და ბუნებრივია, ექსტრადიციამდე, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა უკრაინაში, კერძოდ, გაჩხრეკილი იქნა მისი ბინა და მისი ჩხრეკის შედეგად, სხვა ვიდეო ჩანაწერებთან ერთად, ამოღებული იქნა ეს ვიდეო ჩანაწერი, რომელიც დღეს გაასაჯაროა პროკურატურამ,“ - ამბობს ლაშა კოტრიკაძე.

დღის ამბები