ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეში 300-მდე 60 წელს გადაცილებული პირი იცრება, რაც საგრძნობლად გაზრდილი რაოდენობაა წინა თვეებთან შედარებით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის 5-ი პუნქტია, მოსახლეობას ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი ემსახურება.