28 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ექიმების დასკვნის საპასუხოდ მოვისმინეთ, რომ შეიძლება სახალხო დამცველის პასუხისმგებლობა დადგეს - ზაალ უდუმაშვილი

რამდენად აქვს პერსპექტივა სახალხო დამცველის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფს რეკომენდაციების გათვალისწინებას - პოლიტიკური სპექტრი ისევ მსჯელობს.

ენმ-ის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებები დანაშაულებრივია, რადგან ექიმების დასკვნის საპასუხოდ სახალხო დამცველის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზე საუბრობს.

"ყველა ექიმი ამბობს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს ემუქრება გლდანის ციხეში საფრთხე და ის გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში. საპასუხოდ, ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, რომ შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს სახალხო დამცველის. ეს არის ხელისუფლების პოზიცია.

ისინი არ აპირებენ არანაირი შემხვედრი ნაბიჯის გადადგმას, რაც შეიძლება ტრაგედიით დასრულდეს," - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

პარლამენტის წევრის, დავით ბაქრაძის თქმით, თუ ექიმების რეკომენდაცია არ შესრულდება და მიხეილ სააკაშვილს ციხეში რაიმე დაემართება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება იმ ადამიანების, ვინც კონსილიუმის დასკვნა არ გაითვალისწინა.

რაც შეეხება "გირჩს," იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ კერძო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.

დღის ამბები