28 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
მიგვაჩნია, რომ მე-18 დაწესებულება არ არის მზად, კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტს სათანადო მკურნალობა გაეწიოს - ექიმი გიორგი გრიგოლია

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრის, გიორგი გრიგოლიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ, როგორც კრიტიკულს.

მისივე თქმით, რეანიმაციული განყოფილება აღჭურვილი არის კარგად, მაგრამ მიაჩნიათ, რომ მე-18 დაწესებულება არ არის მზად, ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტს გაეწიოს სათანადო მკურნალობა.

"დაწესებულება სრულად აღჭურვილი არ არის, ორი კვირის წინ გახსნილია სპეციალური რეანიმაციული ოთახი, რომელიც არის საკმაოდ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, გადმოყვანილია მორიგე ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოდან. ანუ, ყოველ დღე დაწესებულებაში მორიგეობს ერთი ექიმი, ზოგადი პროფილის, ან თერაპევტი, ან ქირურგი, ერთი რეანიმატოლოგი და ერთი ექთანი რეანიმაციის განყოფილებაში. ანუ, სულ გადმოყვანილი არის ხუთი რეანიმატოლოგი ერთი დღის და ოთხი ღამის. აღჭურვილი არის კარგად, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დაწესებულება არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტს გაეწიოს სათანადო მკურნალობა.

ვინაიდან პაციენტი ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებას, მაგრამ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, ინტენსიურ თერაპიას ვერ აწარმოებს მხოლოდ რეანიმატოლოგი, ან თუნდაც ანესთეზიოლოგი. ასეთ მდგომარეობაში საჭიროა მულტიპროფილური სპეციალისტები, - განაცხადა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, გიორგი გრიგოლიამ.

დღის ამბები