28 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
სააკაშვილის ადვოკატები კადრებს მაინც გამოაქვეყნებდნენ, პრეტენზიები ჩვენი მიმართულებით არ უნდა იყოს - არჩილ თალაკვაძე

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა არჩილ თალაკვაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან, გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელების მიზეზი, მე-3 პრეზიდენტის ადვოკატების კატეგორიული დაჟინება გახდა, რადგან პატიმრის უფლებადამცველები ჩანაწერის გადაცემას მოითხოვდნენ. 

"გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, მე მინდა გითხრათ სიმართლე რა არის - სააკაშვილის დაცვის მხარემ და ნიკოლოზ გვარამიამ, რომელიც არის საქართველოში დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი დისტრიბუტორი, მათ მოითხოვეს კატეგორიულად ვიდეო-ჩანაწერების გასაჯაროება. ამ საქმეზე, როგორც კი გამოძიება დაიწყო, სახელმწიფო ვალდებული იყო, რომ ეს კადრები გადაეცა სააკაშვილის ადვოკატებისთვის და მაღალი ალბათობით ისინი მაინც გამოაქვეყნებდნენ ამ ჩანაწერებს. ასე, რომ პრეტენზიები აქ ჩვენი მიმართულებით არ უნდა იყოს. 

ამ კადრებმა სააკაშვილის მხარდამჭერებში დიდი აღშფოთება გამოიწვია, ხოლო ნეიტრალურად განწყობილ საზოგადოებაში კი, გარკვეული ემპათია. მინდა შევახსენო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი სააკაშვილის თავგამოდებულ დამცველებს, რომლებსაც საკითხის მხოლოდ ერთი მხარე აინტერესებთ, რომ ჩვენ გვახსოვს,  სააკაშვილი როგორ მოათავსეს უკრაინის პენიტენციურ დაწესებულებაში. მაშინ არ მახსენდება არც ერთი მათგანის პრეტენზია. ამ კადრებს თუ შევადარებთ, ეს ხალხი უკიდურესად მიკერძოებიულია,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ასევე, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი, პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას მიესალმება, რადგან თვლის რომ ის ზეპარტიული ფიგურა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრეზიდენტია. 

დღის ამბები