28 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ფრაქცია, რომ არ დაიშალოს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუმცა მოლაპარაკება ენმ-სთან არ გვქონია - ხათუნა სამნიძე 

"რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე", ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" წევრი ხათუნა სამნიძე, აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძის მიერ საპარლამენტო მანდატის დატოვებას არ მიესალმება. 

მიუხედავად იმისა, რომ სამნიძე კოლეგების გადაწყვეტილებას პატივს სცემს, მიიჩნევს, რომ ფრაქციის არსებობა მნიშვნელოვანი ბერკეტია და ყველაზე მეტად კი, ეს ოპოზიცური ფლანგის გაძლიერებას უწყობს ხელს. 

ამასთან, "რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ" "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მისი ფრაქცია ამ ეტაპზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ფრაქცია არ დაიშალოს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მოლაპარაკება ამ საკითხზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ჰქონიათ.

"არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი გადადგეს ჩემმა კოლეგებმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი თავისუფალი ნება იყო. მაგრამ როდესაც ჩვენ ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება გვჭირდება ყველა ფრონტზე, მათ შორის პარლამენტში, ასევე როდესაც არსებობს 2 ფრაქცია და ამ ფრაქციას აქვს სერიოზული ბერკეტები, ამ ნაბიჯის გადადგმით სუსტდება ოპოზიცია. მით უმეტეს, როდესაც ჩვენს რიგებს ვერ გავაძლიერებთ. მიუხედავად ამისა, ჩვენი ფრაქცია ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს კოლეგებს ვესაუბროთ, ყველას მათ, ვინც შეიძლება საკუთარი თავი ჩვენთან ერთად დაინახოს, ესენი არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან", როგორც ბლოკთან გვქონია რაიმე ტიპის მოლაპარაკება. თუ არ იარსებებს ფრაქცია ეს არ მგონია კატასტროფა იყოს, მაგრამ ეს არის კარგი ინსტრუმენტი,"- აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

დღის ამბები