28 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
რა ვითარებაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც ზავიდან 1 წლის თავზე მხარეებმა ცეცხლი ისევ გახსნეს - ბოლო მონაცემები კონფლიქტის ზონიდან

ზავიდან 1 წლის თავზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ცეცხლი ისევ მასშტაბურად გაიხსნა - დაძაბულობამ კი პიკს მიაღწია. ერევანმა ბაქო საზღვრის დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა, ბაქოს პოზიციით კი პირველმა სწორედ მოწინააღმდეგემ სცადა მათ პოზიციებზე თავდასხმა - შედეგად მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ საარტილერიო ტექნიკა, ნაღმმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები, სხვადასხვა კალიბრის იარაღები და სხვა მძიმე სამხედრო აღჭურვილობა მაღალი ინტენსივობით გამოიყენეს, რითიც საზღვარზე პირველი სერიოზული დაძაბულობა შექმნეს შარშანდელი 44 დღიანი ომის შემდეგ.

ვითარება საზღვართან უკვე 24 საათზე მეტია რაც მშვიდია - ლაჩინისა და ქალბაჯარის რეგიონებში დაძაბულობა ჯერ კიდევ 8 ნოემბრიდან ფიქსირდებოდა. როგორც ერთი,ასევე მეორე მხარე მეზობელს პროვოკაციებში ადანაშაულებდა,მას შემდეგ რაც პროცესმა ფართომასშტაბიანი შეტაკების რისკები გააჩინა, სომხეთმა კრემლს მიმართა და 1997 წლის შეთანხმება შეახსენა, რომლითაც მესამე ძალის აგრესიის შემთხვევაში ერთი ქვეყანა მეორის სუვერენობის დაცვაში უნდა ჩაერიოს. შედეგმა არ დააყოვნა, კრემლიდან განხორციელებული რამდენიმე ზარის შემდეგ ვითარება დამშვიდდა. სატელეფონო ხაზზე რუსეთის თავდაცვის მინისტრის გარდა,თავად პუტინიც იყო.

ერევანსა და ბაქოში ზარებს მხოლოდ ჩრდილოეთიდან არ ახორციელებდნენ, აქტიურობდა დასავლეთიც. ბრიუსელმა სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის საქმეში 2 ქვეყანას თანამშრომლობა შესთავაზა, ეს მაშინ როდესაც ლიდერებს შარლ მიშელი ესაუბრებოდა. ვაშინგტონმა კი, დაუყოვნებლივი დეესკალაციის გარდა მხარეებს პირდაპირი ჩართულობა მოუგვარებელი პრობლემების გადაჭრაშიც მოუწოდა.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანმა მოწინააღმდეგე მხარის 12 ტყვე აიყვანა, ერევნის ცნობითვე მოკლულია 1 სამხედრო მოსამსახურე, მხარემ 2 საბრძოლო პოზიციაც დაკარგა. აზერბაიჯანული მხარე კი, ჯერ მხოლოდ 2 დაჭრილ ჯარისკაცზე საუბრობს. ეს ყველაფერი კი მთიანი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი შეთანხმებიდან 1 წლის თავზე. სამშვიდობო დოკუმენტს შარშან, სწორედ ნოემბერში მოეწერა ხელი, თუმცა მას შემდეგ ვითარება მეზობლების საზღვრებთან არაერთხელ დაიძაბა, განსაკუთრებით კი გუშინ.

დღის ამბები