28 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
პირველად გავიგე, პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა თუ არსებობდა, ყველა პატიმარი არის პატიმარი - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ პირველად გაიგო, პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა თუ არსებობდა. 

მისივე თქმით, პატიმრები არიან ადამიანები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან და მათ მოუწევთ, პასუხი აგონ კანონის წინაშე.

"მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგობას უწევდა დაწესებულების თანამშრომლებს და იძულებული იყვნენ, ამ ფორმით შეეყვანათ საკანში. შესაბამისმა სამსახურმა გააკეთა განცხადებები. დღეს მოვისმინეთ ასევე მთავარი ექიმის განცხადება, რომ მე-18 დაწესებულებაში, სადაც პატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირი პირობებია შექმნილი, რათა ჩატარდეს მკურნალობა, თუ ამის აუცილებლობა იქნება. ყველანაირად აღჭურვილია ტექნიკური შესაძლებლობებით. გარდა ამისა, არის შესაბამისი ბრიგადები, რომლებიც მორიგეობენ და თუ აუცილებლობა იქნება, შესაბამისი სამსახური მზად არის, ეს დახმარება გაუწიოს და მისი ჯანმრთელობას უსაფრთხოება იყოს დაცული, როგორც ყველა პატიმრის,"- აცხადებს კახა კალაძე. 

ასევე, კახა კალაძე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეს კადრები მოთხოვნილი იყო ჟურნალისტების მხრიდან და შესაბამისმა სამსახურმა სწორედ ამიტომ გაავრცელა.

რაც შეეხება მოშიმშილე დეპუტატებს, მათზე საუბრისას თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში, მოშიმშილე ადამიანები არიან თავის თავზე პასუხისმგებლები, რათა არავის დაუვალებია მათთვის შიმშილობა.

თუმცა ისინიც განმარტა, რომ შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

"აქვთ შესაძლებლობა, რომ პროტესტი გამოხატონ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი გადაცდომა იქნება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს, ყოველთვის დესტრუქცია შემოიტანოს ქვეყანაში, არეულობის მცდელობა და ა.შ. ეს ხომ პირველი და სიახლე არაა. ამას მიჩვეული და შეგუებული ვართ. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და მათ აქვთ უფლება, გამოიყენონ პროტესტის სხვადასხვა ფორმა და ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები