28 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
გაზარდა თუ არა, წამახალისებელმა კამპანიამ ვაქცინაციის პროცესი - ფულად ჯილდოს საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები პენსიონერი მიიღებს

წამახალისებელ ფულად ჯილდოს საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები პენსიონერი მიიღებს, ვინც ვაქცინაციას ჩაიტარებს. იმუნიზაციის პროცესი გააქტიურებულია კახეთში. მოსახლეობას აცრა მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორიაში შეუძლია.

წამახალისებელი ფულადი ჯილდო მოტივაცია აღმოჩნდა უამრავი ხანდაზმულისთვის. კახეთის გარდა, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო მარნეულში მცხოვრები 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა.

200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ. თანხა მოქალაქეებს მათ საპენსიო ანგარიშზე დაერიცხებათ. 60-დან 65 წლამდე ასაკის არაპენსიონერ მამაკაცებს კი, თანხის მისაღებად ანგარიში სპეციალურად გაეხსნებათ.

საქართველოში 60 წელს ზემოთ მყოფი პირი დაახლოებთ 800 000-ია, საიდანც ბოლო მონაცემებით, ვაქცინირებული მხოლოდ მესამედია. ახალმა წამახალისებელმა კამპანიამ, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად გაააქტიურა. დღიურად აცრილთა 44% სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში მყოფი ადამიანები არიან.

ავტორი: ავთო გვასალია.

დღის ამბები