28 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
როგორ ვისარგებლოთ და რამდენ ქვეყანაში გამოიყენებთ ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაციას - რეკომენდაციები საზღვარგარეთ გამგზავრებამდე 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ QR-კოდს დღეიდან ევროპული სკანერი 49-ვე ქვეყანაში წაიკითხავს. 

თუმცა მისი თქმით, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნები სხვადასხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებულ ვაქცინაზე განსხვავებულ პოლიტიკას და პროტოკოლს იყენებენ, რის გამოც გამგზავრებამდე იმ ქვეყნის პროტოკოლის და პოლიტიკის გადამოწმებაა საჭირო, სადაც მოქალაქე მიემგზავრება, ქვეყნების პროტოკოლის შესახებ, კი ამომწურავი ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზეა განთავსებული.

"ჩვენ შევუერთდით COVID ციფრული სერტიფიკატების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ დროისთვის გაერთიანებულია 49 ქვეყანა - ევროკავშირის წევრი 27 და არაწევრი 22 ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენთან გაცემული სერტიფიკატი უკვე ვალიდურია ერთიან სივრცეში და საქართველოს მოქალაქეები სრულფასოვნად ისარგებლებენ COVID სერტიფიკატით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს COVID სერტიფიკატებზე დატანილი QR კოდი უკვე ინტეგრირებულია ერთიან სისტემაში და ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ამ QR კოდს ამოწმებენ, ჩვენი QR კოდი ელექტრონულად გადამოწმდება. შეზღუდვები კი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქამდე ჰქონდათ, ავტომატურად მოეხსნებათ. დღეს რომ გაფრინდეს ადამიანი, მის QR კოდს ევროპული სკანერი წაიკითხავს 49-ვე ქვეყანაში, ოღონდ აქ არის ერთი წინაპირობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა პოლიტიკას და პროტოკოლს იყენებს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებულ ვაქცინაზე და გამგზავრებამდე ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენთაგანმა გადავამოწმოთ იმ ქვეყნის პროტოკოლი და პოლიტიკა, სადაც მივემგზავრებით იმიტომ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლებელია აღიარებული იყოს ერთი ვაქცინა, ზოგიერთ ქვეყანაში მეორე, შესაბამისად, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს ინდივიდუალურად, ანუ რომელი ვაქცინით ვართ აცრილი, ის პროტოკოლი და პოლიტიკა უნდა გადავამოწმოთ აუცილებლად. ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

დღის ამბები