28 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
ფოთში "ნაციონალური მოძრაობის" სამმა წევრმა შიმშილობა დაიწყო

ფოთში, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ახალარჩეული საკრებულოს სამმა წევრმა: ანი ჯოჯუამ, არჩილ ხულორდავამ და ლაშა რუხაიამ, საკრებულოს შენობაში შიმშილობა დაიწყეს.

პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, მოშიმშილეები შიმშილობას არ შეწყვეტენ მანამ, სანამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ საავადმყოფოში არ გადაიყვანენ.

დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, მოშიმშილეთა რიცხვი უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება.

დღის ამბები