28 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
ოპოზიცია მორიგ საპროტესტო მსვლელობას 19 ნოემბერს გამართავს

"ნაციონალური მოძრაობა","ლელო", "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" და "დროა" 19 ნოემბერს, 15:00 საათზე მეტროსადგურებიდან "ავლაბარი", "ვაგზლის მოედანი" და "უნივერსიტეტი" მსვლელობას გამართავენ.

"ვაგრძელებთ, საპროტესტო, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას. ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ლელომ", "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" და "დროამ", რომ პარასკევს, 15:00 საათზე თბილისში, სამი განსხვავებული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია გაიმართოს.

მეტროსადგურ "ავლაბართან", პარასკევს 15:00 საათზე შეიკრიბება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი და ვიქნებით იქ წარმომადგენლები. მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანთან" იმავე დროს მსვლელობას სათავეში ჩაუდგებიან "ლელოს" წარმომადგენლები და ლიდერები, მეტროსადგურ "უნივერსიტეტთან" კი მსვლელობას სათავეში ჩაუდგებიან "გირჩისა" და "დროას" ლიდერები," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები