28 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს

მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა პაატა ბურჭულაძემაც დაიწყო. მსოფლიო ბანი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს. ბურჭულაძე ოპოზიციის საპროტესტო აქციებს არ უერთდება, თუმცა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. ის საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა დაბრუნდა და შიმშილობაც ჩამოსვლისთანავე დაიწყო.

"მე შიმშილობა დავიწყე იმიტომ, რომ ეს არის ჩემი პროტესტი იმაზე, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. როცა ვნახე ციხის კადრები, თუ როგორ ათრიეს ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მე ვეღარ შევძელი გაჩერება და ჩამოვედი. როგორც კი გადაიყვანენ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს აღარ დაემუქრება საშიშროება, მაშინ შევწყვეტ," - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს, ის უკვე 48-ე დღეა შიმშილობს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობად მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას ასახელებს.

დღის ამბები