28 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
უგანდის დედაქალაქში ISIS-ის თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს - არის მსხვერპლი

უგანდაში, აფეთქებების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ქვეყნის დედაქალაქ კამპალაში პარლამენტისა და პოლიციის შენობებთან მოტოციკლით მოძრავმა 3-მა პირმა თავი აიფეთქა.

აფეთქებები 3 წუთის შუალედში მოხდა. დაღუპულთა შორის ორი სამართალდამცველია.

მომხდარის გამო პარლამენტში დაგეგმილი პროცედურები გაუქმდა და ევაკუაცია გამოცხადდა. ქალაქის მასშტაბით სამართალდამცველებმა რამდენიმე ბომბი იპოვეს და დააკავეს ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ასაფეთქებელი ჟილეტი ჰქონდა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები