28 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფელ კოდისწყაროში, USAID-ის მხარდაჭერით, მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფელ კოდისწყაროში USAID-ის
პროექტის "ზრდა საქართველოში" და სს საპატრნიორო ფონდის პროგრამა "სტარტაპ
საქართველოს" მხარდაჭერით, მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი
საწარმო, შპს "უნივერსალ გრუპ ჯორჯია" გაიხსნა.

მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო შპს "უნივერსალ გრუპ
ჯორჯიას" მშენებლობა USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" და სს საპარტნიორო
ფონდის პროგრამა "სტარტაპ საქართველოს" თანადაფინანსებით 2020 წელს დაიწყო.
საწარმო ოფიციალურად გახსნეს USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ
ვიბლერმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, სს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა
დირექტორმა, დავით საგანელიძემ, პროგრამა "სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა,
გიორგი ლომიძემ და USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" ხელმძღვანელმა,
ქეთევან ჭუმბურიძემ.

პროექტის განხორციელებით USAID-ის პროექტი "ზრდა საქართველოში" და სს
საპატრნიორო ფონდის პროგრამა "სტარტაპ საქართველო" ხელს უწყობენ მეორადი
საავტომობილო ზეთების, მათ შორის ძრავის, ჰიდრავლიკისა და გადაცემათა კოლოფის
ზეთების მაღალ ტექნოლოგიური გადამუშავების პროცესს, რომელიც არის სრულიად
უსაფრთხო და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში.
ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, რომელიც ინოვაციური "მოლეკულური
დაშლის" მეთოდით გადაამუშავებს მეორად ზეთს და აწარმოებს 4 ტიპის სხვადასხვა
პროდუქტს (დიზელის საწვავი, მაზუთი/ბიტუმი თხევადი ფრაქციით, მაღალ-ოქტანური
ბენზინი და მეთანის გაზი). წარმოებისთვის გამოყენებული იქნება ადგილობრივი
მასალები და რეალიზაციის ძირითადი ბაზარი იქნება საქართველო. საწარმოში
საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა
დასაქმდება.

2019-2021 წლებში, სს "საპატრნიორო ფონდის" პროგრამა "სტარტაპ საქართველოს" და
USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს
რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების
განხორციელებისათვის გაწეულმა ინვესტიციამ 2,500,000 ლარამდე შეადგინა.

დღის ამბები