28 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
იყო თუ არა დაგეგმილი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა - "ლელოს" ინიციატივის მოწინააღმდეგეები და მომხრეები

იყო თუ არა დაგეგმილი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა - ამის შესახებ საუბარი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. თავად მიხეილ სააკაშვილმაც შიმშილობის შეწყვეტის ერთ-ერთ პირობად გორში არ გადაყვანა დააყენა.

განხილვის თემაა ისიც, თუ რეალურად ვინ დააყენა საკითხი - "ნაციონალური მოძრაობა" ხელს მმართველი პარტიისკენ იშვერდა, თუმცა, დღეს გაირკვა, რომ ინიციატორები მათივე კოლეგები იყვნენ. "ლელო" ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მათ გორის ჰოსპიტალი ერთ-ერთ ვარიანტად დაასახელეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ საკითხი კოლეგების მხრიდან მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადასვლის წინააღმდეგია და ამ პოზიციას მისი გუნდის ნაწილი იზიარებს, ნაწილს მიაჩნია, რომ წინადადება, შესაძლოა, მისაღები აღმოჩნდეს.

ოპოზიციის განსხვავებული პოზიციები ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი არგუმენტია ოპონენტების დესტრუქციულ გეგმებზე სასაუბროდ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გორის კლინიკაში არსებული უსაფრთხოების ნორმები შექმნილი სიტუაციის ადეკვატური ვერ იქნება.

მკურნალობის გორის ჰოსპიტალში გაგრძელება მიხეილ სააკაშვილისთვის ე.წ. რუსული საფრთხის მიზეზით მიუღებელია - ამ კლინიკაში გადასვლა ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტის პირობებს ეწინააღმდეგება.

დღის ამბები