28 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი დღეს პარლემენტის სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო - რა არგუმენტებით პასუხობს ოპოზიციის მოთხოვნას მმართველი პარტია

დღევანდელი დღე პარლამენტში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს მიეძღვნა. ოპოზიციამ ტრიბუნა ექსპრეზიდენტზე სასაუბროდ გამოიყენა, შესაბამისად სააკაშვილზე მოუწია საუბარი მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლებასაც.

ოპოზიცია ყოფილი პრეზიდენტის მულტიფუნქციურ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ის უკვე მულტიფუნქციურ კლინიკაში იმყოფება.

სახელისუფლებო გუნდის ლიდერების კითხვები ადრესატების მხრიდან უპასუხოდ დარჩა. ოპოზიციის უმრავლესობა ბოიკოტის გამო სხდომებს არ ესწრება, თუმცა საკუთარ პოზიციაზე იმ პოლიტიკოსებმა ისაუბრეს, ვინც ორივე მხარეს ემიჯნება.

საპარლამენტო ტრიბუნა დღეს თითქმის ყველა ოპოზიციური ჯგუფის წევრმა გამოიყენა, ვინც სხდომას ესწრებოდა. მათი ნაწილი ამბობდა, რომ სააკაშვილის მმართველობასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, მიუღებელია ექსპრეზიდენტის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების ვიდეო კადრების გასაჯაროვება.
ოპოზიციის ნაწილის გარდა მიხეილ სააკაშვილის მორიგი კრიტიკის საფუძველი მმართველი გუნდისთვისაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი გახდა. გაიხსენეს ის დანაშაულები, რომლის გამოც, მათი თქმით, ყოფილ პრეზიდენტი გასამართლებული ან სასჯელის მოლოდინშია.

რადიკალურად განსხვავებული მიდგომების გამო პოლიტიკური დაპირისპირების შემცირების მნიშვნელობაზე სახელისუფლებო გუნდიც და ოპოზიციაც საუბრობს, თუმცა საკუთარი პოზიციების გადახედვას არცერთი მხარე არ აპირებს.

დღის ამბები