28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
იორდანია ირანს ქალთა ნაკრების მეკარედ მამაკაცის გამოყვანაში ადანაშაულებს და ზოჰრე კუდაის სქესის დასადგენად გამოძიებას ითხოვს

ირანის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათ სექტემბერში აზიის თასის შესარჩევი მატჩის დროს მეკარედ მამაკაცი ჰყავდათ. იორდანიის ფეხბურთის ასოციაციამ (JFA) აზიის ფეხბურთის კონფედერაციას (AFC) ზოჰრე კუდაის სქესის დასადგენად გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. თუმცა როგორც ირანული მედია წერს, აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ (AFC)  იორდანიის ფეხბურთის ფედერაციის საჩივარი უარყო.

25 სექტემბერს ირანმა იორდანიას ნულოვანი ფრის შემდეგ პენალტების სერიაში 4:2 მოუგო და თავის ისტორიაში პირველად აზიის თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რაშიც მეკარე ზოჰრე კუდაის დიდი დამსახურებაა.

ბრალდებას უარყოფენ ირანში. ირანის ნაკრების სელექციონერი მარიამ ირანდოსტი აცხადებს, რომ ამით იორდანია საკუთარი მარცხის გადაფარვას ცდილობს.

2022 წლის აზიის თასის გათამაშება ქალთა შორის იანვარში ინდოეთში აიღებს სტარტს.

 

 

 

დღის ამბები