28 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ჯგუფის დანიშნულება იქნება, შეაფასოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის ფორმატით შექმნილი ალტერნატიული კონსილიუმის შესახებ

ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ეხმაურება.

სახალხო დამცველი ამ ჯგუფის შექმნის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ მიზანი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და იმის მონიტორინგია, თუ რამდენად არის შესაძლებელი მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებამ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს.

"გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონსილიუმის ეფექტურ მუშაობას დაბრკოლებები ექმნება, იმის გამო, რომ მათ ფიზიკურად არ უშვებენ პენიტენციურ დაწესებულებაში, სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში, რის უფლებასაც გვაძლევს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი, შექმნას სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შევა მე-18 დაწესებულებაში. ჯგუფის დანიშნულება იქნება შეაფასოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე შეაფასოს, რამდენად შეუძლია სახელმწიფოს, შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გაცემული ვალდებულება, რომ უნდა უზრუნველყოს პატიმარი შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში, საუკეთესო ხარისხის სამედიცინო მომსახურებით," - ამბობს ნინო ლომჯარია.  

 

დღის ამბები