28 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
დედაქალაქის მერმა გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში, დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

კახა კალაძის თქმით, მიმდებარე ტერიტორია სრულადაა რეაბილიტირებული. დაპირების მიხედვით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, იგეგმება სატრანსპორტო მიმოსვლის დაწყებაც.

"ინგუშეთის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორიები სრულად იქნა რეაბილიტირებული, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა​ და მთავრდება სამუშაოები დღეს. მოსახლეობის თხოვნა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ჩვენი დაპირება იყო, როგორც კი დავამთავრებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას და 10 წუთიანი შუალედებით იმოძრავებს მიკროავტობუსები, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,"- განმარტავს კახა კალაძე. 

სამუშაოებზე 600 000 ლარამდეა გამოყოფილი.

დღის ამბები