28 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
უკრაინას არ ჰყავს სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვას უფლებამოსილება არ სცილდება უკრაინის საზღვრებს - სოზარ სუბარი

უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი, ოპოზიციის კრიტიკას, რომ უკრაინის სახალხო დამცველი მოშიმშილე ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს პასუხობს. სუბარის განცხადებით, უკრაინას არ ჰყავს სახალო დამცველი, მას ჰყავს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის კომისარი, რომლის უფლებამოსილება არ სცილდება უკრაინის ფარგლებს. ისევე, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება არ სცილდება საქართველოს საზღვრებს.

"უკრაინას არ ჰყავს სახალხო დამცველი. უკრაინის სახალხო დამცველი, ასეთი მცნება არ არსებობს ბუნებაში. ისევე, როგორც არა არსებობს: შვედეთის, რუსეთის, ბრიტანეთის და აშ. ქვეყნებში. სახალხო დამცველის ტერმინი არსებობს საქართველოში და არსებობს ესპანეთში. უკრაინას ჰყავს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომისარი, ზოგადად კომისარს დავარქმევთ, სახალხო დამცველს დავარქმევთ თუ ომბუდსმენს, ომბუდსმენი მაინც, ზოგადი სახელია, ეს არის არის მკაფიოდ გამოხატული ტერიტორიული პრინციპით და მისი უფლებამოსილება კონკრეტულ ტერიტორიას არ სცილდება, ის არის უკრაინის ომბუდსმენი. საქართველოს სახალხო დამცველი არის, საქართველოს ომბუდსმენი. ისინი არიან ვალდებულები, რომ კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე დაიცვან ნებისმიერი თავისი მოქალაქის, ან  უცხო ქვეყნის მოქალაქის(მოქალაქეობის არ ქონის) უფლებები ეს არის მათი ვალდებულება და უფლებამოსილება, მისი უფლება არ სცილდება უკრაინის საზღვრებს ისევე, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება ვერ გასცდება საქართველოს ფარგლებს,"- განაცხადა სოზარ სუბარმა "დღის კურიერში" საუბრისას.  

დღის ამბები