28 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ხვალიდან გაცემული კოვიდპასპორტები უკვე ვალიდურია - გიორგი ღიბრაძე საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველებისთვის განმარტებას აკეთებს 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ხვალიდან გაცემული კოვიდპასპორტები უკვე ვალიდური იქნება საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის. 

"ხვალიდან გაცემული კოვიდპასპორტები ასევე ვალიდურია სისტემაში, ჩვენი თავის იდენტიფიცირებისთვის. ეს არის საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ასაღები პასპორტი, თუ ვინმეს აქამდე აქვს აღებული უნდა განაახლოს იუსტიციაში

იგივე არის ყველა იმ ცნობაზე, რომელიც გაცემულია ამცრელი დაწესებულებაში. მხოლოდ QR- კოდიან დოკუმენტებზეა საუბარი და ასეთები მოქმედებს ამ სისტემაში," - აცხადებს გიორგი ღიბრაძე. 

დღის ამბები