28 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ყველაზე მძიმე ინდიკატორი რთულდება, გარდაცვლილთა ყოველდღიურ 80-ზე მეტ შემთხვევას მხოლოდ აცრა შეაჩერებს - ამირან გამყრელიძე 

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საწოლფონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 8871 საწოლია მობილიზებული.

"საწოლფონდი ისევ მაქსიმალურ დონეზეა მობილიზებული. 8871 საწოლია მობილიზებული. კლინიკაში იმყოფება 6718 პაციენტი, აქედან 1766 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 371 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში,"- აცხადებს თამარ გაბუნია. 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კი აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისევ მძიმე რჩება. 

"ყველაზე მძიმე ინდიკატორი რთულდება. რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა 80 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბულია, ამას ერთადერთი შეაჩერებს მხოლოდ აცრა. აცრების დინამიკა ბოლო კვირის განმავლობაში ოდნავ გაუმჯობესებულია. დღეს 8 200-ის ფარგლებში იყო, აქედან საიმედო არის ის, რომ 60% არის პირველადი აცრა,"- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები