28 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
83 გარდაცვლილი და 5 204 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 5 204 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 83 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 785 პაციენტი. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 9,85%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9,85%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 9,25% დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისშია - 1 857 შემთხვევა, შემდეგ კი აჭარა - 210, იმერეთი - 1 008, შიდა ქართლი - 435, ქვემო ქართლი - 308, გურია - 148, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 443, კახეთი - 384, მცხეთა-მთიანეთი - 168, სამცხე-ჯავახეთი - 168, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 75.
 
ამ ეტაპზე, კორონავირუსს საქართველოში 52 765 პაციენტი ებრძვის. 

სულ ჩატარებულია - 2 057 216 აცრა, დღიურად ჩატარდა - 8 224.

დღის ამბები