შეერთებულ შტატებში, წყალდიდობის გამო, ვაშინგტონის შტატის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიხურა სკოლები და შეიზღუდა სატრანსპორტო მოძრაობა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 150 ათასზე მეტი აბონენტი. 500-ზე მეტი ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.