28 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
პუტინი და მაკრონი ბელარუსის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის დეესკალაციის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ

ბელარუსის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის დეესკალაციის აუცილებლობაზე, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ. ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, თითქმის 2 საათს გაგრძელდა.

პრეზიდენტები კრიზისის დასრულების საჭიროებაზე თანხმდებიან, თუმცა განსხვავებული აზრი აქვთ ბელარუსის საზღვართან წარმოქმნილი ვითარების მიზეზებზე. გერმანიის კანცლერსა და ბელარუსის ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის დროს., ევროკავშირი-ბელარუსის საზღვარზე მყოფი მიგრანტების ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება იყო განხილვის მთავარი თემა.

კრიზისის შესაჩერებლად კი, თეთრი სახლი რუსეთს ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლისთვის საკუთარი გავლენის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები