28 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
საქართველოში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაური ჩამოვიდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაური ჩამოვიდა.

საელჩოს ცნობით, გენერალ-მაიორი დევიდ თაბორი საქართველოს სამხედრო ლიდერებს შეხვდება და სასწავლო წვრთნის "წინააღმდეგობის გაწევის ოპერაციული კონცეფციის" მიმდინარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელებს.

გარდა ამისა, გენერალ-მაიორი თავის კოლეგებთან განიხილავს საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სხვადასხვა როლს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და NATO-ს ძალებთან პარტნიორობით ასრულებს, რათა შეეწინააღმდეგოს მავნე ზეგავლენას, შექმნას ერთიანობა, სწრაფად უპასუხოს წარმოქმნილ საფრთხეებს და საჭიროების შემთხვევაში, დაამარცხოს საგარეო აგრესია.

დღის ამბები