28 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა - დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი პროცესი გაიმართება, სადაც ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. სახელმწიფო ბრალმდებელი მე-3 პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არც დღეს მისცემენ პროცესზე დასწრების უფლებას. 

"ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება და ამ საქმეზე პროცესი ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს და მათ აქვთ შიში მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრების. სულ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო უაღრესად ჯანმრთელი ამ პერიოდის მანძილზე, მოიმიზეზებდნენ სხვა რამეს და მიხეილ სააკაშვილს არ წარმოადგენდნენ სასამართლოში," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები