28 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე - თქვენ რომ გმირად გინდათ გამოიყვანოთ, რეალურად ის არის თანამედროვეობის ანტიგმირი

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე ანტიგმირია. 

მისი თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, სახელმწიფო კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანი რომ იყოს, ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

"ყველა ვთანხმდებით ერთ მთავარ მორალურ პრინციპზე, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს და ჩვენ ვიცით, რომ მის მიმართ განაჩენიც დამდგარია, სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებული აქვთ და სტრასბურგი იტყვის საბოლოო სიტყვას მის განაჩენებთან დაკავშირებით, პიჯაკების საქმედ რომ ნათლავთ, იქ რვა მილიონის საქმეა.

ბოტოქსებზე, სიგამხდრის პროცედურებზეა და უამრავ ისეთ რაღაცაზეა ლაპარაკი, რაც არანაირ მორალში არ ჯდება გარდა იმისა, რომ დანაშაულია. ამ ყველაფრის მიუხედავად და იმის მიუხედავად, რაც ამ ადამიანმა აკეთა თავისი მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში, თქვენ რომ გმირად გინდათ გამოიყვანოთ, რეალურად ის არის თანამედროვეობის ანტიგმირი. ამ ყველაფრის მიუხედავად, სახელმწიფო კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანი რომ იყოს, ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

არაადამიანი არავინაა, რომ ვიღაცის გარდაცვალება მოუნდეს და ამაზე არათუ ილაპარაკოს, იფიქროს. მეორე მხარეა სამართლებრივი და ამ სამართლებრივთან ერთად, ვალდებულება უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რასაც სახელმწიფო ზედმიწევნით შეასრულებს და ასრულებს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები