28 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ბათუმში რურუას ქუჩის მაცხოვრებლებმა კორპუსი დაცალეს, 72 ოჯახი შენობაში ღამის გათენებაზე უარს ამბობს​ და აცხადებენ, რომ შენობის ერთი საყრდენი კედელი გაიბზარა

ბათუმში რურუას 1ა-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ კორპუსი დაცალა -72 ოჯახი უარს ამბობს შენობაში ღამის გათენებაზე და აცხადებენ, რომ კორპუსი ავარიულია, აქვს ბზარები და საცხოვრებლად საშიშია.

ადგილობრივების თქმით, შენობაში იგრძნობა ვიბრაცია, რის გამოც რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთი საყრდენი კედელიც გაიბზარა.

ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ალტერნატიულ ფართებს და უსაფრთხო ბინებში გადასვლას ითხოვენ. მათივე განცხადებით, კორპუსის ავარიული მდგომარეობის შესახებ 4 წლის წინ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც აქვთ, არაერთხელ მიმართეს მერიასაცა, თუმცა უშედეგოდ.

დღის ამბები