28 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
გვესმის მოწოდებები, მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანეთო, სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაშია - მამუკა მდინარაძე

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაკეთდა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი კომენტარი "ქართულ ოცნებაში. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ყოფილ პრეზიდენტს რაიმე სახის სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდება, მას აუცილებლად გაეწევა.

"ვერცერთმა ადამიანმა ვერ გასცა კითხვაზე პასუხი, რა საჭიროება არსებობს დღეს სამედიცინო თვალსაზრისით, რა სერვისის გაწევის საჭიროებაა, რის გამოც უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში. გვესმის მოწოდებები, რომ მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანეთ, ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში. ასევე, რომ გადაიყვანეთ საავადმყოფოში, ის არის საავადმყოფოში.

მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს არაერთი პროფილის პერსონალი და არაერთი კონკრეტული ექიმი, მათ შორის სხვადასხვა ბრიგადებიდან მივლინებული არიან ექიმები, რომლებიც არიან სხვადასხხვა პროფილის. შესაბამისად, თუკი რაიმე სამედიცინო სერვისის გაწევა დასჭირდება, მას გაეწევა.

პატიმარმა არ შეასრულა სტრასბურგის მოწოდება, სახელმწიფოს მოუწოდა, რომ რეაბილიტაცია ჩატარდეს სწორად და 24 ნოემბრამდე ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან მიეწოდოს სტრასბურგის სასამართლოს. პატიმარმა არ შეასრულა მოწოდება. ვერ წარმოიდგინა იქ ვერავინ, რომ ამ მოწოდებას ვინმე არ დაემორჩილებოდა, არ შეასრულებდა. ამიტომ მათ პირდაპირ მიუთითეს შიმშილობის შემდეგი პერიოდის შესახებ. არათუ შემდეგ პერიოდზე, არამედ სახელმწიფო მზად არის ამ პერიოდშიც ნებისმიერი საჭიროება სამედიცინო დააკმაყოფილოს პატიმრის, იღებს მკურნალობაზე პასუხისმგებლობას. უნდა გვახსოვდეს, რომ მოშიმშილის უფლებაა, რომ იშიმშილოს. ასევე, მის პასუხისმგებლობაზეა ამ ყველაფრის შედეგები და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა გაუწიოს სათანადო სამედიცინო სერვისი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები