28 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს
მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
 
"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
 
ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ მ.სააკაშვილს დაწესებულების სხვა მსჯავრდებულებთან შემხებლობა არ აქვს და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია, პრევენზიის მიზნით, დღეს 15 ნოემბერს მ. სააკაშვილს, PCR ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია," - ნათქვამია უწყებიის განცხადებაში.
დღის ამბები