28 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
114 000 ლარი გადაიხადეს ინსბრუგში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას გასახდომ პროცედურაში - პროკურორი

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორის, გიორგი მუჯირის განცხადებით, ინსბრუგში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში 114 000 ლარი იქნა გადახდილი.

როგორც მუჯირი განმარტავს, სახელმწიფო ბრალდება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტებსა და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს არ ედავება. მუჯირის თქმით, ბრალდება პრეზიდენტის, მისი სამეგობროსა და გარემოცვის კომფორტისთვის გახარჯულ თანხებს ეხება.

"დღეს, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება პრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჯანაშიას მიერ 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს, ჩატარდა სასამართლო სხდომა. მეტი სიცხადისთვის მინდა საზოგადოებას მოვახსენო სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ შეეხება პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებსა და პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს. ამავე პერიოდში, პრეზიდენტის მიერ, ლეგიტიმურად, მსგავს ღონისძიებებში დახარჯული იყო 20 მლნ ლარი, თუმცა, წარმოდგენილი 9 მლნ ლარი, რაც წარმოადგენს ბრალდების საგანს, იყო და ემსახურებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი სამეგობრო წრის და გარემოცვის კომფორტს და რეალურად წარმოადგენდა მათი დასვენების, გართობის, თუ სხვა ხარჯებს. მათ შორის, მინდა განმარტება გავაკეთო, იყო გასახდომი, გამაჯანსაღებელი, გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. მინდა რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, ინსბრუგში 114 000 ლარი იქნა გადახდილი მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში. ასევე, მონაკოში, ტაილანდში, სინგაპურში, მილანში და სხვადასხვა ელიტარულ კურორტებზე დასვენებისთვის იქნა თანხები გახარჯული. ასევე, მზარეულისთვის, სტილისტისთვის, მათი გარემოცვის საჩუქრებისთვის იქნა გადახდილი ეს 9 მლნ ლარი. დაცვის მხარე ყოველთვის ცდილობდა და დღემდე ცდილობს, დააკნინოს ეს სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, აქ საუბარია პირადი კომფორტისთვის გახარჯულ 9 მლნ ლარზე," - განაცხადა მუჯირმა.

დღის ამბები