28 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
მთხოვეს გადაყვანაზე მეშუამდგომლა, თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც, მეორე დღეს ამბობენ, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და ოსებზე გადაცემასო - კახა კუჭავა ექსპრეზიდენტზე

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით უშუალოდ ოპოზიციური პარტიების შეთავაზება იყო მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, თუმცა კუჭავას თქმით, შემდეგ მათსავე შეთავაზებასაც სპეკულაციები მოყვა.

"სამწუხაროდ დაკარგულია გულრწფელობა, როდესაც ჩემთან მოდიან და მთხოვენ დახმარებას. როცა მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს გადაყვანაზე პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა - თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც.

მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი გამოდის და ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს, ამავე საკითხებით მანიპულირებას ცდილობენ. რაც ახლა ნამდვილად მადარდებს არის ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და იმ 10 დეპუტატის, ვინც ახლა დაემატა. კარგი იქნება, რომ კონსტრუქციულ ნაბიჯებზე გადავიდეთ,"- აცხადებს კახა კუჭავა. 

დღის ამბები