28 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია - ადვოკატი

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგმა სასამართლო სხდომამ ისევ ბრალდებულის გარეშე ჩაიარა.

პროცესის დასრულების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველები გლდანის მე-18 დაწესებულებაში მივიდნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილს სხდომის დეტალებს აცნობენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრებენ.

"მიხეილ სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში მოთავსებულია კანონდარღვევით, მისი ნების საწინააღმდეგოდ. ეს უკვე უპირობო საფუძველია იმისა, რომ ის მე-18 დაწესებულებიდან იქნეს გადაყვანილი.

კონსილიუმის რეკომენდაციაში ჩამოთვლილი ტექნიკური აღჭურვილობა და სამედიცინო პერსონალი არ არის მე-18 დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილი აქ არის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები