28 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს

"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიული შეკრება 2 საათს გაგრძელდა და კომენტარები არც დაწყებამდე და არც დასრულების შემდეგ გაკეთებულა.

მოგვიანებით, კადრები და ინფორმაცია პრესსამსახურმა გაავრცელა. ითქვა, რომ განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

დღეს "ნაციონალური მოძრაობის" და ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობით მმართველი გუნდის ოფისის მიმდებარედაც ჩაიარეს. ისმოდა შეძახილები, თუმცა დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია.

დღის ამბები