28 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
"კონსილიუმს არ შეიძლება კითხვები დავუსვათ მოქალაქეებმა? ჩვენც გვაქვს კითხვები" - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ისეთი კვლევის საჭიროება, რომლის ჩატარება მე-18 დაწესებულებაში შეუძლებელია. 

თალაკვაძემ ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"კონკრეტულ კითხვას გისვამთ თქვენ, ან იმ პირებს, ვისაც კომპეტენტურად მიაჩნიათ თავი ამ სფეროში, მითხარით, იცით თუ არა დღემდე, რა სპეციფიკური კვლევა შეიძლება დასჭირდეს, იცით თუ არა კონკრეტულად დღეის მდგომარეობით, იმიტომ რომ გუშინ და გუშინწინ ითხოვდნენ გადაყვანას სხვა კლინიკაში.

კონსილიუმს არ შეიძლება კითხვები დავუსვათ მოქალაქეებმა? ჩვენც გვაქვს კითხვები, თუ რეკომენდაცია გასცეს, გვითხრან კონკრეტულად რა მაღალტექნოლოგიური ჩარევა სჭირდება დღეს მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ ერთი მულტიპროფილური კლინიკიდან გადავიყვანოთ სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში?

მე არ მაქვს ამაზე პასუხი როგორც პარლამენტარს და საზოგადოების წევრს," - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები