28 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდა - ის მიხეილ სააკაშვილს დღეს შეხვდება

საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდა. ის, შესაძლოა, რამდენიმე საათში გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სანახავად მივიდეს. ექსპრეზიდენტთან შესახვედრად, ასევე, ემზადებიან ის ადვოკატები, რომლებიც დღეს სასამართლო სხდომას არ ესწრებიან და კონსილიუმის ის წევრები, რომლებმაც გუშინ მიხეილ სააკაშვილის მონახულება ვერ შეძლეს. 

დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, ერთობლივი კონსილიუმის შექმნა იგეგმება - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა პატიმრის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტადაა, თუმცა მას ჰქონდა მზაობა დღეს სასამართლოს წინაშე წარდგენილიყო და ქართველ ხალხს დალაპარაკებოდა.

დღეს პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსამართლის დასტურის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან ონლაინ ჩაერთოს სასამართლო პროცესს. 

დღის ამბები