28 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს დაუწესებს. ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრები შეზღუდვებზე დღეს უნდა შეთანხმდნენ. ამის შესახებ საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ფრანგულ მედიას განუცხადა.

სანქციები, სავარაუდოდ, ბელარუსის ავიაკომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელებს, ასევე მთავრობის 30 წარმომადგენელს შეეხება. შეზღუდვების გაფართოება მიგრანტების კრიზისს უკავშირდება.

დღის ამბები