28 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
არ არის გამორიცხული, დიღმის საველე ჰოსპიტლის კარის გაღება ჯანდაცვის სამინისტროს ისევ მოუწიოს - გადამწყვეტი მიმდინარე კვირა იქნება

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი უკვე ზაფხულის მონაცემებს გაუტოლდა. ინფექციამ დღეს 81 ადამიანი იმსხვერპლა. კლინიკებში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, ექიმები არ გამორიცხავენ ასეთი ფაქტები გაიზრდოს და დღიურად ვირუსმა ასობით სიცოცხლე წაიღოს, წლის ბოლომდე კი ციფრები ათასებს მიუახლოვდეს.

კლინიკებში პაციენტების 80% ჟანგბადდამოკიდებულია. დელტა შტამი იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, ინფიცირებულებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უწევთ კლინიკაში ყოფნა, რაც სამედიცინო სექტორის გადატვირთვას იწვევს. რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც ყველაზე დიდი კოვიდმიმღები ცენტრია, რადენიმე დღის რესურსი დარჩა. თუ პაციენტების ნაკადი არ შემცირდება, ინფიცირებულების მიღებას ვეღარ შეძლებს.

არ არის გამორიცხული, დიღმის საველე ჰოსპიტლის კარის გაღება ჯანდაცვის სამინისტროს ისევ მოუწიოს. საწოლების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით უკვე გამოყოფილ ზღვარს უახლოვდება. კლინიკებში 7 ათასი პაციენტი გადის მკურნალობას. თავისუფალი მხოლოდ 1 717 ადგილია. გადამწყვეტი მიმდინარე კვირა იქნება.

ჰოსპიტალური სექტორის ამოწურვასთან ერთად იწურება ექიმების შესაძლებლობებიც. არ არის გამორიცხული სისტემას კვალიფიციური ექიმების მობილიზება გაუჭირდეს. 

ყველა თანხმდება , რომ თუ ვაქცინაციის პროცესი არ გააქტიურდება, ინფექციის შეკავება ქვეყანას გაუჭირდება. აქტიური შემთხვევების რაოდენობა უკვე 56 ათას მიუახლოვდა. ბოლო 12 საათში 4 946 ადამიანი აიცრა.

დღის ამბები