28 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
ყველაფერი სხვა ფეხებზე რომ დავიკიდოთ, ერთი სასწრაფოს შეფერხებისთვის მოგთხოვთ პასუხს - დიმიტრი სამხარაძე "ნაცმოძრაობის" ხვალინდელ აქციაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

პარლამენტის წევრი ოპოზიციის გადაწყვეტილებას საავტომობილო მოძრაობას გადაკეტვასთან დაკავშირებით კრიტიკულად აფასებს.

"ოპოზიციიდანაც მკვლელობაზე მიდიან ეს ენით აუწერელი ბოროტები. ეს რამ მოგაფიქრათ ბიჭო, ასეთი ბოროტები და უტვინოები თან როგორ ხართ?!?!?

გაათმაგებულია ქალაქში სასწრაფოების გამოძახების რაოდენობა და სატრანსპორტო კოლაფსი უნდა გავაკეთოთო?!? თქვენ ბელადს რომ აქეზებთ ზოგიერთები, არ ჭამოო, მაგის სიკვდილს რეალურად მარტო მანდ რომ ნატრობთ ვიღაც-ვიღაცები, ეგ არ გყოფნით და ხალხი გინდათ დახოცოთ?!?!

სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, ასე რამ გაგაბოროტათ, რა დისკომფორტი, ხო არ გაგიჟდით ყველა მანდ, ერთი ჭკუის დამრიგებელი ნორმალური აღარავინ დაგრჩათ??!! ხალხს ბოლომდე ნუ გააგიჟებთ, დამიჯერეთ მე თქვენ!!...

ყველაფერი სხვა ფეხებზე რომ დავიკიდოთ, ერთი სასწრაფოს შეფერხებისთვის მოგთხოვთ პასუხს, ერთის!! და ხალხს თავი დაანებეთ თქვე ყველაფერზე წამსვლელო ნაძირლებო, ისედაც ათობით ადამიანი გვიკვდება დღეში და ხელოვნურად რომ დაამატებთ კიდევ, გაპატიებთ ვინმე თუ რა გგონიათ," - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები