28 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
ვაფრთხილებ ხელისუფლებას, პროცესი გადაიზრდება საყოველთაო წინააღმდეგობაში, იქნება შიმშილობა თუ სხვა ფორმა - ბაჩუკი ქარდავა

ოპოზიციონერი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობენ. მათი თქმით, შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

"მე ვაფრთხილებ ხელისუფლებას, თუ ის სასწრაფოდ არ მიიღებს გადაწვეტილებას და უარს არ იტყვის მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაზე, ეს პროცესი გადაიზრდება საყოველთაო წინააღმდეგობაში, იქნება შიმშილობა თუ სხვა ფორმა," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

დავით კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ მათ ინიციატივას შეუერთდება უფრო მეტი პარლამენტის წევრი და შიმშილობა უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს.

"ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, რათა მას მიეწოდოს ადეკვატური ჯანდაცვის სერვისები, გადაყვანილ იქნას იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც მათ მიერვე შექმნილმა კონსილიუმმა მიიღო, რათა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იქნას.

ჩვენ საქართველოს პარლამენტის წევრები - აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი და მე, დავით კირკიტაძე, დღეიდან, ამ წუთიდან ვაცხადებთ შიმშილობას," - განაცხადა დავით კირკიტაძემ. 

დღის ამბები