28 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
ჰაერის დაბინძურების გამო ინდოეთის დედაქალაქში სკოლები 1 კვირით დაიხურა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჰაერის დაბინძურების გამო სკოლები 1 კვირით დაიხურა. მოსწავლეები დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადავლენ.

დისტანციურად იმუშავებენ სამთავრობო დაწესებულებებიც. ქვეყნის ხელისუფლება კი კერძო სექტორის ხელმძღვანელ პირებსაც ონლაინ სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებს.

14-დან 17 ნოემბრამდე კი სამშენებლო სამუშაოები აიკრძალა.

დელი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების სიაშია.

დღის ამბები