28 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
შიმშილობა გიორგი ბარამიძემაც დაიწყო

შიმშილობას "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი, გიორგი ბარამიძე იწყებს. ამის შესახებ ბარამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. 

"ჩემმა მეგობარმა პარლამენტის წევრებმა, (პარლამენტის შენობაში) პრეზიდენტ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს. უკვე მე-12 დღეა ამავე მოთხოვნით, შიმშილობს ელენე ხოშტარია. ამ მომენტიდან, მეც ასევე, იგივე მოთხოვნით, ვაცხადებ შიმშილობას. რადგან არ გახლავართ პარლამენტის წევრი, ამის გამო, მათ პარლამენტის შენობაში ვერ შევუერთდები, ამიტომ (მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის) ამ პროცესს ენმ ცენტრალურ ოფისში განვახორციელებ. #თავისუფლებამიშას! თავისუფლება საქართველოს!" - დაწერა ბარამიძემ Facebook გვერდზე.

ცნობისთვის, 9 ოპოზიციონერი დეპუტატი - აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაელოვი და დავით კირკიტაძე შიმშილობას იწყებენ.

დღის ამბები