28 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" შეკრებითობის პრინციპი რომ არ გაეუქმებინა, სააკაშვილს ციხეში ყურყუტი 36 წელი მოუწევდა - ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკის ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" სასჯელის შეკრებითობის პრინციპი რომ არ გაეუქმებინა, მსჯავრდებულ პრეზიდენტს რამდენიმე ათეული წელი მოუწევდა ციხეში ყოფნა.

"36 - აბა თუ იცით რას ნიშნავს ეს რიცხვი? 

36 წელი - სწორედ ამდენი წელი მოუწევდა სააკაშვილს ციხეში ყურყუტი მისი უმძიმესი დანაშაულებების გამო, "ქართულ ოცნებას" რომ რეჟიმის უსასტიკესი, შეკრებითობის პრინციპი რომ არ გაეუქმებინა!!! 

1. გირგვლიანის შეწყალების საქმე - 5 წლით პატიმრობა

2. გელაშვილის ცემის საქმე - 10 წლით პატიმრობა

3. მემორანდუმის საქმე  - 5 წლით პატიმრობა

4. სდსს-ის კუთვნილი თანხების 
გაფლანგვის საქმე - 11 წლით პატიმრობა

5. საზღვრის უკანონო კვეთის საქმე - 5 წლით პატიმრობა

გამოუძიებელი აგვისტოს ომის ამბებიც რომ მივამატოთ, კიდევ უფრო გაიზრდება რიცხვი 

ჰოდა იმის მაგივრად, რომ ამ ნაძირალა იყუჩოს და თავდახრილმა მოიხადოს სასჯელი, კიდევ დიდ გულზეა. იგივე ეხება მის მომხრეებსაც," - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

დღის ამბები