ბრიტანელმა მამაკაცმა 150 ათასამდე დოლარი შეცდომით მიიღო, შემდეგ კი ბანკის შეცდომის გამო, საცხოვრებელი სახლისა და თანხის გარეშე დარჩა.
ბრიტანეთის მოქალაქეს, საკუთარ საბანკო ბარათზე უცნობი ანგარიშიდან 1 წლის განმავლობაში თანხა ერიცხებოდა.
ბანკში ბრიტანელს განუცხადეს, რომ თანხა მემკვიდრეობით ერიცხება.
როდესაც მამაკაცმა საცხოვრებელი ფართი გაყიდა და სახლი იყიდა, აღმოჩნდა, რომ თანხებს მას შეცდომით ძველი კლიენტი ურიცხავდა. ბანკმა ანგარიშიდან მთლიანი თანხა ამოიღო და ბრიტანელს ბოდიში მოუხადა.